თეონა თავართქილაძე: "კოლეგებისგან ინტრიგა არასდროს მიგრძვნია" 

თეონა თავართქილაძე: "კოლეგებისგან ინტრიგა არასდროს მიგრძვნია"
2012-10-08
ავტორი: ლანა კიკნაძე

დიზაინერ თეონა თავართქილაძისა და აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელ რეზი არველაძის ქორწინება 18 წელს ითვლის. დღემდე მათი ოჯახური ცხოვრება ქარიშხლებისა და ნგრევების გარეშე მოვიდა, რასაც თავად თეონა უმეტესად ქმრის დამსახურებად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი იუმორით გაანეიტრალოს. გაზარდეს ორი ბიჭი, გამოიარეს რთული პერიოდები და თეონა თვლის, რომ, საერთო ჯამში, გაუმართლა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმეში, უფრო სწორად, შემოქმედებაში, რადგან თავის საქმიანობას ბიზნესად არ მიიჩნევს. თუმცა ამ ეტაპზე ჰარმონიის გრძნობა დარღვეული აქვს, რადგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა თავისი სიმძიმით 2008 წლის ომის პერიოდს აგონებს, რომელმაც თითოეულ ოჯახს მიაყენა მძიმე დარტყმები.
– თქვენ და რეზი არველაძე გამორჩეული წყვილი ხართ, მყარი ოჯახი გაქვთ. როგორ აფასებთ ერთად გამოვლილ წლებს?
– დიდი მადლობა, ამ შეფასებისთვის. 19 წლის ვიყავი, რეზის რომ გავყევი ცოლად. 18 წელია ცოლ–ქმარი ვართ, თუმცა ასე მგონია, რომ ჩვენი ქორწინების შემდეგ არაფერი შეცვლილა. დრო ძალიან სწრაფად გავიდა, ვერც კი ვხვდები, რომ ჩვენი შვილები უკვე ამხელები არიან.
– იყო სიძნელეები თანაცხოვრების პერიოდში?
– მიკვირს, რომ ამას ვამბობ, სიძნელეები მართლა არ ყოფილა. კამათი – კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ შორის კონფლიქტი არასოდეს მომხდარა. ამას მხოლოდ რეზის დამსახურებად მივიჩნევ. მას ფანტასტიკური ხასიათი აქვს და იმიტომ.
– ყოველთვის ის თმობს?
– ჩვენი კამათი იქამდეც არ მისულა, რომ დასათმობი გვქონოდა რამე. ვიტყოდი, ურთიერობაში იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია. იუმორი კი რეზის ჭარბად აქვს. ყველა სიტუაციაში იუმორია გამოსავალი.
– ორი ვაჟი წამოზარდეთ, ერთი უკვე დამოუკიდებელ გზაზე გაუშვით. როგორი მშობლები ხართ, რა პრინციპებით ზარდეთ შვილები?
– ნიკა 17 წლის არის და ლონდონში სწავლობს. უნივერსიტეტში ჩაბარების წინ მოსამზადებელ კურსებს გადის. სავარაუდოდ, ბიზნესის ან ეკონომიკის ფაკულტეტს აირჩევს. ვატო 14 წლისაა და თავისი ასაკის საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში თამაშობს. მამას და ბიძებს განსაკუთრებულ კონტროლში ჰყავთ. ნიკაც თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა მან სპორტი პროფესიად არ აქცია. გარდატეხის ასაკი გამოიარა, იყო პრობლემები ურთიერთობაში, რეზისთან უფრო მეტ საერთო ენას პოულობდა. მე თვითონ გამეპარა ის მომენტი, რომ ნიკა ბავშვი აღარ არის და მოზარდია. მე კვლავ ბავშვად აღვიქვამდი. ჩემს თავს ვაბრალებ ამას, რომ ეს მომენტი გამომეპარა, თუმცა განსაკუთრებულად რთული ხასიათი არ ჰქონია იმ პერიოდში.
ვატო მხოლოდ ფეხბურთისკენაა მიმართული. ამბობენ, რომ პერსპექტიული სპორტსმენია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვთხოვ მეცადინეობას. ამ მხრივ, სულ ვაკონტროლებ. მინდა, ჩემს შვილებს კარგი განათლება ჰქონდეთ. სულ ამას ვქადაგებ სახლში, რომ სპორტი ისეთი სფეროა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ტრავმის შემდეგ შეიძლება საერთოდ ვეღარ ითამაშო და მერე რა უნდა ქნა? ამიტომ ყველა კაცს უნდა ჰქონდეს დამატებითი პროფესია ხელჩასაჭიდად. რასაკვირველია, ვარჯიშის პარალელურად ძალიან რთულია სრულყოფილი განათლება მიიღო. ბავშვი თითქმის მთელი დღე სახლში არ არის, ვარჯიშობს ან მასწავლებელთან დადის.
– არ გაგიჭირდათ ნიკას საზღვარგარეთ გაშვება? მოზარდი ხომ ბევრი ცდუნების წინაშე დგება უცხო ქვეყანაში.
– ნიკა 13 წლიდან არის სახლიდან წასული. თავიდან შვეიცარიაში სწავლობდა და ჩემს მამიდაშვილ მაკა ასათიანთან ცხოვრობდა. ახლა უკვე მარტო ცხოვრობს, სტუდენტებთან ერთად. რაც შეეხება ცდუნებას, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არასოდეს შემშინებია, უბრალოდ ვთვლიდი, რომ 13 წლის ასაკში თავს ვერ მოუვლიდა და საჭირო იყო, მაკასთან ოჯახში ყოფილიყო. როგორც დედას, ძალიან გამიჭირდა შვილთან განშორება, სახლი დაცარიელდა, სულიერ სიცარიელესაც ვგრძნობდი. ის პერიოდი ძალიან რთული იყო, თუმცა ეს ყველაფერი მისთვის კეთდება. ამიტომ ამ განშორებას ჩვენც შეგნებით ვეკიდებით და ნიკაც.
– თქვენი პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში როგორ გახსენდებათ?
– ჩვენ რომ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაშინ ქართულ სამოდელო ბიზნესში სრული ქაოსი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პრინციპში, დღეს ქაოსმა გადაიარა, მოდის კვირეულის ჩატარებამ ბევრი რამ დაალაგა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ბევრი ახალგაზრდა დიზაინერი გამოჩნდა. ვთვლი, რომ ეს ბიზნესი საქართველოშიც ვითარდება.
– ბევრი აღნიშნავს მაკა ასათიანის წვლილს ამ საქმეში, ის აწყობდა ჩვენებებს, წვეულებებს იმდროინდელ თბილისში, ამ სფეროში ლიდერობდა. მაშინ უფრო სიანტერესო იყო თქვენი მუშაობა თუ ახლა?
– ეს აბსოლუტური ექსპერიმენტი იყო, თუმცა დასაწყისისთვის ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ვთვლი, რომ იმ პერიოდში ბევრად უფრო საინტერესო და კრეატიული რაღაცეები კეთდებოდა ჩვენს სფეროში. ბევრს ვწვალობდით და ვმუშაობდით, ვცდილობდით, ყველაფერი ჩვენ თვითონვე გვეკეთებინა. დღეს ახალგაზრდა დიზაინერებს ხელისგულზე აქვთ მირთმეული ყველაფერი. მოდის კვირეულის არსებობით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა. დიზაინერს, გარდა კოლექციისა, არაფერზე უწევს ზრუნვა. მაშინ კი ყველაფერზე ჩვენ ვზრუნავდით – კოლექციაზეც, ჩვენებების ორგანიზებაზეც. ჩვენთვის ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იყო, მაგრამ საინტერესოც.
– ახალბედა დიზაინერები კონკურენციას გიწევენ?
– რა თქმა უნდა, უამრავი მოდის სახლი გაჩნდა, უამრავმა დიზაინერმა გამოიჩინა თავი. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ, თუ სწორად მახსოვს, ადრე იყო ავთო ცქვიტინიძის მოდის სახლი, თამუნა ინგოროყვასი და ჩვენი – "თენ ეი". დღეს უკვე ბევრი სახელოსნო და დიზაინერია. საზოგადოება, რომელსაც ექსპერიმენტები უყვარს, სხვადასხვა დიზაინერთან გადანაწილდა. ყველას თავისი სეგემენტი ჰყავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ყველასთან დადიან და ექსპერიმენტებს ატარებენ. ამას მივესალმები, ძალიან კარგია. ზოგჯერ, ახალგაზრდა დიზაინერის ნამუშევარს რომ ვნახავ, სურვილი მიჩნდება, მივიდე და ჩემი ჩაცმის სტილი მის გემოვნებას ვანდო.
– მისულხართ მათთან?
– არა. უბრალოდ ინტერესი მაქვს, ვფიქრობ ხოლმე, ნეტა, მე რას ჩამაცმევდა, როგორ დაინახავდა ჩემთვის მოსარგებ სამოსს–მეთქი.

– შოუბიზნესში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, რომლებმაც თავიანთი სტილი ახალბედა დიზაინერებს ანდეს. ეს სწორი გათვლაა?

– ეს ძალიან სწორია. სცენას, კლიპებს უხდება ახალბედა დიზაინერის თვალი, რომელიც გათვლას აკეთებს განსაკუთრებულ კოსტიუმზე. საწყის ეტაპებს სიმშვიდე და ქალურობა ნაკლებად უხდება.
– ასეთი კონკურენციის პირობებში თქვენი კლიენტების რაოდენობა არ შემცირდა?
– არა, საზოგადოების გარკვეული სეგმენტი მუდმივად ჩვენთან იკერავს. ერთხელ რომ შეგიკვეთავენ და მომხმარებელი შენი სახელოსნოდან კმაყოფილი წავა, ის მეორედ და მესამედაც მოვა.
– ინტრიგები, არაკოლეგიალური საქციელი თქვენს სფეროში რამდენად გავრცელებულია?
– გეფიცებით, ჩემი კოლეგებისგან არასოდეს მიგრძვნია, რომ ჩემ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდნენ. მსგავსი არაფერი მახსენდება.
– საქმეში კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ?
– მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჩვენზეც აისახა. ადამიანი ათის ნაცვლად ორს იკერავდა, ნაკლები მუშაობა გვქონდა. იმ პერიოდში ცოტა დავისვენეთ კიდეც. 2008 წლის ომის დროს ეს კრიზისი საგრძნობლად შეგვეხო. ჩვენი საქმე ადამიანის განწყობაზეა დამოკიდებული. თუ ხალისი არ აქვს, ქვეყანაში ომია, არ იფიქრებს, რა ჩაიცვას. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, თუმცა დღევანდელ სიტუაციასაც ამ სიმძიმის რანგში ავიყვანდი. ახლა ვის აქვს იმის თავი და ხალისი, რომ იფიქროს, ხვალ რა ჩაიცვას...
– მაკა ასათიანმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოლიტიკური შეხედულებები. ამის გამო თქვენს ბიზნესს, ოჯახს რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნია?
– მე და მაკა ბიძაშვილ–მამიდაშვილები, ერთი ოჯახი ვართ. ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ, თუ მკითხველს გაუგია, რომ მაკას თავისი პოზიციის გამო რამენაირად შეეხნენ, ჩათვალეთ, რომ მეც შემეხნენ და ჩვენი ოჯახის ყველა წევრი იგივენაირად ფიქრობს. მაკას პრობლემას ზუსტად ისევე განვიცდი და ვიღებ, როგორც ჩემსას. კონკრეტულად ვის რაში შეეხნენ, ამაზე საუბარი არ მინდა, საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ნამდვილად არავის და არაფერს შეუქმნია პრობლემა, არც ვთვლი, რომ ჩემი საქმე ბიზნესია.
– მაკა საქმიან რჩევას, მითითებებს თუ გაძლევთ?
– არა, ჩვენ ვსაუბრობთ, რა გვაცვია, ჩვენ ირგვლივმყოფებში რა მოგვწონს და რა – არა. მართალია, მაკას დიდიხანია მოდის ბიზნესთან შეხება აღარ აქვს, მაგრამ რამდენი დროც უნდა გავიდეს, მოდის სფეროში ის ყოველთვის გემოვნებიანი იქნება. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულია.
– თქვენი საქმიანობა ახლა რა ფაზაშია, განვლილ ეტაპებს როგორ შეაფასებთ?
– ამ საქმესთან ერთად გავიზარდე. როგორც ყველა ადამიანს აქვს გავლილი ბავშვობა, თინეიჯერული ასაკი და მერე ნელ–ნელა მშვიდ ფაზაში გადადის, ზუსტად ეს ეტაპები გავიარე კარიერაშიც. საქმის დაწყება ძალიან ჰგავს ნათელ და განსაკუთრებულ ბავშვობას, თინეიჯერული პერიოდი საქმეში ექსპერიმენტებით, ხასიათის გამოვლენით, კრეატიულობით აისახა. ახლა ჩემი საქმე თითქოს ჩემს ასაკს და ცხოვრებისეულ პერიოდს ჰგავს. მშვიდი, წყნარი ფაზა მაქვს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმეშიც. მოდა ხელოვნებაა, რომელშიც ხასიათი, განწყობა ჩანს. ეს არის შემოქმედება, რომლითაც სხვას ანიჭებ სიხარულს და არა – კომერცია და ბიზნესი.
– თქვენს პირად მაგალითზე რომ გვითხრათ, რა არის საჭირო წარმატებული კარიერისა და პირადი ცხოვრებისთვის?
– მაქსიმალისტი ვარ. ჩემი თავისგანაც მაქსიმუმს ვითხოვ და ცხოვრებისგანაც. არის მომენტები, როცა მიღწეული არ მაკმაყოფილებს, მაგრამ ზოგადად ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. დღეს მარტო ის მიტრიალებს თავში, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ სურვილის შემდეგ ვაყენებ ოჯახს და კარიერულ წინსვლას. დღეს ჩემი განწყობა ასეთია.

წყარო

  • ბაჩო ახალაია -" ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, გამამტყუნებელი
  • პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა
  • მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ნუ გეშლებათ
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციას მოსკოვიდან ჩამოსული აქტივისტები შეუერთდნენ
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა
  • სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა
  • გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!
  • ვანო მერაბიშვილი დღეიდან, სავარუდოდ, წინასაარჩვენო კამპანიას დაიწყებს
  • თეა წულუკიანიმა აშშ-ში რამდენიმე შეხვედრა გამართა
  • გელა მამალაძე აგვისტოს ომის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას
  • რატომ დაუპირისპირდა სამი ქართველი პროფესორი კახი კალაძის
  • "ახლა ქვეყანას სჭირდება იმ წუმპედან ამოყვანა, რომელშიც
  • "ზარალჰესი" - "შავი ფულის" სამრეცხაო?
  • კახი კალაძე: "მომავალი კვირიდან შესაბამის ორგანოებთან დაიწყება
  • დასუფთავების ტარიფი განახევრდა
  • არსოშვილის გათავისუფლების საკითხი ლამის კრემლში შეათანხმონ
  • "გალფმა" რეგულარი და დიზელი გააიაფა
  • მსოფლიოში ნავთობის ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა
  • აშშ-ის სტანდარტების ინსტიტუტი ორ ქართულ ლაბორატორიას საერთაშორისო
  • ნოდარ ხადური - ფინანსთა სამინისტროს ტოპმენეჯმენტში სერიოზული
  • მხატვარმა შვედეთის მეფე შეარცხვინა
  • "ვარდენის ევოლუცია" - იუმორით გაჯერებული მწარე რეალობა
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იხსნება
  • საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი რატი ურუშაძე ღირსების
  • ნინო ქადაგიძე: "ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიასა
  • აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს
  • Beverage Brands-ის წარმატებული პროდუქტი WKD -
  • "კარფური" - ყოველთვის დაბალი ფასები
  • დიდ დიღომში მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელი ეკლესია
  • მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება
  • ვლადიმერ პუტინი თურქეთს ემუქრება
  • სამხედრო ქალი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში
  • ცნობილი დიზაინერების სათამაშო დათვები
  • რუსეთში იატაკქვეშა საბავშვო პორნო-სტუდია აღმოაჩინეს
  • ვლადიმერ პუტინი დღეს ლეონიდ თიბილოვს შეხვდება
  • Femen-ის შიშველი აქცია ლუვრში
  • ნიგერიაში 26 სტუდენტი დახვრიტეს
  • კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს
  • ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
  • მედიაში აშშ-ის მომაკვდავი ელჩის ფოტოები გავრცელდა
  • პუგაჩოვამ და გალკინმა სუროგატ დედას 100 000
  • შორენა ბეგაშვილის ფეხმძიმობამ მეგობრები შოკში ჩააგდო
  • როგორ ხდება ევროვიზიაზე ხმების გაყიდვა? (ჟურნალისტური გამოძიება)
  • ვინ არის გიორგი ქისტაური?
  • ნაომი კემპბელისა და ლედი გაგას პირადი თანაშემწეები
  • "რატომ არის რიანა – ახალი დიანა"?
  • გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც
  • პრეზიდენტმა სოფო ნიჟარაძეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
  • ნინა წკრიალაშვილი ქმარს გაშორდა
  • შარლიზ ტერონმა დედა გაათხოვა