რატომ ვერ ქორწინდებიან სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე 

რატომ ვერ ქორწინდებიან სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე
2012-09-23
ავტორი: ეკა ლემონჯავა

პოპულარული მოცეკვავე წყვილი, შეყვარებულები – სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე – ბათუმიდან ახლახან დაბრუნდნენ. იქ დასასვენებლად არ ყოფილან. სალომე და გიორგი მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" მონაწილეობენ. წყვილმა წელს გადატვირთული გრაფიკის გამო დასვენება ვერ მოახერხა, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ნაჩუქარი კანარის კუნძულების საგზური გამოიყენეს, თუმცა, ამბობენ, რომ იქ აუცილებლად წავლენ, ოღონდ როდის – თავადაც არ იციან.
სალომეს და გიგის სასიყვარულო ისტორია 8 წელია გრძელდება, მაგრამ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას არ ჩქარობენ. ამბობენ, რომ დაქორწინებას გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო ვერ ახერხებენ. წყვილთან საუბარი ბათუმური პრემიერით და მიუზიკლით დავიწყეთ.
გიგი: მიუზიკლისთვის მზადების პროცესი ძალიან დამღლელი იყო. დილის 11 საათიდან ვვარჯიშობდით. თუ წინა სპექტაკლს ცუდად ვითამაშებდით, რეჟისორი უფრო ადრეც გვიბარებდა და საღამოს 7–8 საათამდე გვქონდა რეპეტიციები.
სალომე: როცა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიმდინარეობდა, ნოე სულაბერიძემ მითხრა, რომ მე და გიგი ამ მიუზიკლის კასტინგზე უნდა წავსულიყავით. ეს მაისში იყო, მაშინ ფრანგი რეჟისორი უკვე საქართველოში იმყოფებოდა. ერთი თვის შემდეგ კიდევ დაგვირეკეს და მოცეკვავეები შეარჩიეს. ამ მიუზიკლში ანსამბლი "სუხიშვილები", ბალერინები და ჩვენ, სამეჯლისო–სპორტული ცეკვების შემსრულებლები ვმონაწილეობთ. ჩვენი სფეროდან ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარიც არიან.
გიგი: სალომე არ ამბობს, მაგრამ ის უკასტინგოდ აიყვანეს. პირველი კასტინგის შედეგად მოცეკვავეების გარკვეული რაოდენობა დატოვეს, ამის შემდეგ კი ჩვენ მეორე კასტინგი გავიარეთ... ეს სპექტაკლი ჩვენთვის პირველი იყო და დიდი გამოცდილება მივიღეთ. ამას გარდა, სერიოზულ რეჟისორთან მოგვიწია მუშაობა. სპექტაკლის დაწყებამდე ბროშურები დაარიგეს და რომ გავიგე, ამ რეჟისორს როგორ ხალხთან ჰქონია ნამუშევარი, გავგიჟდი. მაიკლ ჯექსონთანაც უმუშავია.
– როგორც ამბობენ, მონაწილეებს დიდი ფიზიკური დატვირთვა გქონდათ.
სალომე: კი, დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მაგრამ მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.
გიგი: გვიხარია, რომ ამ მიუზიკლში ისეთ ადამიანებთან მოგვიწია თამაში, როგორიც არის სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე... ყველას ვერ ჩამოვთვლი.
– ბათუმში დასვენება თუ მოახერხეთ?
სალომე : დასვენება ვერ მოვახერხეთ, ფიზიკურად დრო არ გვრჩებოდა. ვარჯიშს რომ ვამთავრებდით, სახლში მივდიოდით და ვიძინებდით. სულ 9 სპექტაკლი ვითამაშეთ. მხოლოდ შემდეგ დავისვენეთ 3 დღე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თბილისში დაახლოებით 10 სპექტაკლია დაგეგმილი. სავარაუდოდ, თბილისური პრემიერა 14 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება. მალე რეპეტიციებიც დაგვეწყება.
– ასეთი დამღლელი მუშაობის და რეპეტიციების შემდეგ ალბათ დასვენების ის 3 დღე ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.
გიგი: ერთი სასაცილო რაღაც უნდა გითხრათ. სპექტაკლის დამთავრების შემდეგაც კი რატომღაც სოფოს, ბუბას (კიკაბიძე) ან ნოდიკოს ხმაზე მეღვიძებოდა. სიმღერიდან ეს ფრაზა – "ტრიალებს, ტრიალებს" – სულ თავში მიტრიალებდა. მთელი 3 დღე ეს სიმღერა თავიდან ვერ ამოვიგდე.
– დასვენება ვერ მოგისწრიათ, მალე კი პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ახალი სეზონისთვის დაიწყებთ მზადებას.
გიგი: ახალი სეზონისთვის მზადება წყვილებთან ერთად ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ ცალკე ჩვენთვის ვემზადებით. კონტრაქტებზე, ფორმების, იმიჯის შერჩევაზე მოსამზადებელი ეტაპი მიდის. ვარჯიშებს სავარაუდოდ 10 სექტემბრიდან დავიწყებთ.
– ახალ სეზონშიც იგივე მოცეკვავეები იქნებით?

სალომე:
წინა სეზონის მოცეკვავეებიდან მხოლოდ ხუთნი ვიქნებით: მე, გიგი, ჯულიანა ბარგნარი, ოთო ფოლადაშვილი და ლევან ახვლედიანი. დანარჩენები ახლები იქნებიან, მაგრამ ჩვენი სფეროდან. ამ სეზონში ქართული ცეკვების მოცეკვავეები და ბალერინები არ იქნებიან.
გიგი: ამაზე წინა სეზონზეც იყო საუბარი, რადგან ეს პროექტი მთელ მსოფლიოში სამეჯლისო–სპორტული ცეკვებისთვისაა განკუთვნილი. სხვა პროექტები არის, სადაც სხვა მიმდინარეობების მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. წინა სეზონის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ზოგმა მოცეკვავემ კი "გაქაჩა" ჩვენი ცეკვები და კარგად იცეკვა, მაგრამ როცა ამას სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე აკეთებს, სულ სხვაა. საქართველოში ვცხოვრობთ და ამიტომ ქართული ტური იქნება, თუმცა ერთი ტურის გამო ქართული ცეკვების მოცეკვავეების ამ პროექტში აყვანა სწორი არ იქნებოდა.
– ჟიურის შემადგენლობაზე რა იცით? ამბობენ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს ია ფარულავა ჩაანაცვლებს.
გიგი: დაზუსტებით ვერ გეტყვით. ვიცი, რომ გოჩა ჩერტკოევი იქნება, ნინო ანანიაშვილიც. ძალიან მინდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი იყოს, მომწონდა, თუმცა ქალბატონ იასაც მივესალმებით. მასთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. რუსკა მაყაშვილი წამყვანი აღარ იქნება, რადგან ის ამ პროექტის მონაწილე გახდება. რაც შეეხება წამყვანს, ვინ იქნება, არ ვიცი.
– პროექტის დასასრულს ნანუკა ჟორჟოლიანმა საჩუქარი გაგიკეთათ, კანარის კუნძულებზე უნდა გამგზავრებულიყავით. არ მითხრათ, იქაც ვერ წავედითო.
სალომე: ეს საგზური ჯერ ვერ გამოვიყენეთ. ახლა ვაპირებდით წასვლას, რადგან მიუზიკლის რეპეტიციები პირველ სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ თარიღი გადმოსწიეს და 28 აგვისტოდან დაგვეწყო. კანარის კუნძულებზე ოდესმე მაინც წავალთ.
გიგი: კომპანია, რომელმაც ეს საჩუქარი გაგვიკეთა, გვირეკავს და გვეუბნება, რომ წავიდეთ, მაგრამ, როგორც სალომემ თქვა, მიუზიკლის რეპეტიციები დაგვეწყო, ეს მორჩება თუ არა, მერე პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" მეორე სეზონი იწყება, ამიტომ იქ წასვლას ფიზიკურად ვერ ვასწრებთ. ერთი კვირის წინ შეგვეძლო, წავსულიყავით, მაგრამ ვიზის აღებას ვერ ვასწრებდით.
სალომე: გამოდის, ამ ზაფხულს ვერ დავისვენეთ, მაგრამ მე იმდენად მიყვარს მუშაობა, ეს დიდად არ განმიცდია.
გიგი: მე, როგორც ცნობილ ზარმაცს, დასვენება როგორ არ მინდოდა, მაგრამ ბათუმიდან რომ წამოვედით, მივხვდი, რომ გასაკეთებელი არაფერი მქონდა და ცუდმა გრძნობამ შემიპყრო. ის 3 დღე კი დავისვენეთ, მაგრამ სულ იმის შეგრძნება მქონდა, რატომ არაფერს ვაკეთებდი. როცა მუშაობ, დასვენება გინდა, მაგრამ როცა ისვენებ, მუშაობის პროცესი გენატრება.
– ახლა ის მითხარით, პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლეებს ხომ არ გეგმავთ?
სალომე: ამ ქაოსის გამო ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავთ.
გიგი: სიახლეებისთვის ჯერ ნამდვილად ვერ ვიცლით. ის კი არადა, სახლში მეჩხუბებიან, რომ სულ გასული ვარ და ვერავის ვნახულობ. ქორწილისთვის ან სხვა რამისთვის რომ ვიფიქროთ, დრო არ გვაქვს. საბედნიეროდ, მე და სალომე ერთ სფეროში ვართ, ამიტომ ყოველდღე ერთად ვართ, სპექტაკლზეც ერთად ვმუშაობდით. მოკლედ, ურთიერთობა მშვენივრად მიდის.
– ბევრს უკვირს, ერთმანეთი ასე ძალიან უყვართ, ამდენი წელია ერთად არიან და რატომ არ ქორწინდებიანო.
სალომე: ასე საქართველოში ფიქრობენ.
გიგი: ნახეთ, როგორ ეტყობა ჩემი ხელი!
– ანუ თქვენ გიჯერებთ?
გიგი: რაშიც საჭიროა – კი. რაშიც საჭიროა, მე ვუჯერებ და ასე შემდეგ. დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს. ისე, ხომ ხედავთ, ჩემი გავლენა ეტყობა.
სალომე: იმ ასაკში არ ვართ, რომ დაქორწინებაზე ვიფიქროთ. თუმცა გააჩნია, თავში რა მოგვივლის.
– ბევრი ამბობს, რომ წლები სიყვარულს ახუნებს, ურთიერთობა უინტერესო ხდება. თქვენ ამის შიში არ გაქვთ?
გიგი: ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაწუხებს. მართალია, ამდენი ხანია ერთად ვართ, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის რაღაც სიახლეს აღმოვაჩენთ ხოლმე. მაგალითად, სალომეში ყოველთვის ვხედავ რაღაც სიახლეს, თუნდაც გარეგნობაში, ხასიათში.
სალომე: როცა ბიჭის და გოგოს ურთიერთობა ასე დიდხანს გრძელდება, მათ ერთმანეთი ბოლომდე არ უნდა ამოწურონ. თუ ეს მოხდა, გეთანხმებით, რომ ურთიერთობა გახუნდება და ერთმანეთიც მობეზრდებათ. ასე თუ ვიმსჯელებთ, ცოლ–ქმარიც წლები ცხოვრობენ ერთად და მაშინ იმათი ურთიერთობაც გახუნდება. ამიტომ, ბოლომდე არც ბიჭმა და არც გოგომ არ უნდა გააცნო შენი თავი მეწყვილეს. იმას არ ვგულისხმობ, რომ რაღაცეები დამალო.
გიგი: როცა ადამიანი საინტერესო ხარ, შენი შესაძლებლობები არ ამოიწურება.
სალომე: ამას გარდა, გოგო არ უნდა მოდუნდეს, რომ თუნდაც ვიზუალურ მხარეს ყურადღება მიაქციოს.
გიგი: ქორწინების შემდეგ ცოლ–ქმარი ხშირად საკუთარ თავზე, გარეგნობაზე აღარ ფიქრობენ, ხდება "გაბარიტებში" მომატება და ასე შემდეგ.
სალომე: ქალიც სულ ფორმაში უნდა იყოს და კაციც. მე რაღაცეების რადიკალურად შეცვლა მიყვარს ხოლმე. შეიძლება ერთ დღეს ერთი ღერი თმით მოვიდე ან სხვა რაღაც შევიცვალო. გიგი ცვლილებების დიდად მოყვარული არ არის, მაგრამ სულ ფორმაშია.
– გიგი, თქვენ როგორ აღიქვამთ სალომეს გარეგნობაში ასეთ ცვლილებებს?
გიგი: ზოგჯერ – კარგად, ზოგჯერ – ცუდად.
სალომე: ორივემ ვიცით, ზღვარი სად გადის. გამაღიზიანებლად არასოდეს ვიცვამ, ამაზე გიგის შენიშვნა არასდროს მოუცია.
გიგი: სულ მონაზონივით ჩაცმული დამყავს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ. მის ჩაცმულობაზე გართულება არ მაქვს.
– გიგი ყოველთვის ამბობს, რომ ამერიკიდან შეცვლილი, სხვანაირი მენტალიტეტით დაბრუნდა. სალომე, თქვენ როგორ შეეგუეთ ამას?
სალომე: ვერ გეტყვით, რომ იქიდან ძალიან შეცვლილი ჩამოვიდა, თუმცა იქაური აზროვნება და მენტალობა ეტყობოდა. ახლა ცოტა შეიცვალა.
გიგი: მეც ვხვდები, რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ ცოტა შევიცვალე, მაგრამ იმედია, დიდად – არა. ჩემი თავი იქ მომწონდა. ახლაც მომწონს, მაგრამ დიდი ცვლილება არ მინდა, მოხდეს და სხვანაირი გავხდე. მინდა, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც ვარ და არა ისეთი, როგორიც ხალხს მოსწონს.
– კონკრეტულად რა აღმოჩენა გააკეთეთ ერთმანეთში?
გიგი: პატარ–პატარა აღმოჩენებს სულ ვაკეთებთ, თუნდაც – ქცევაში. მაგალითად, ამას წინათ სალომეს ისეთი რაღაც მოეწონა, გამიკვირდა. არადა მეგონა, რომ ის რაღაც არ მოსწონდა.
– სალომე, კარგად იცით, გიგის რა მოსწონს, რა უყვარს?
სალომე: ასე თუ ისე – კი. ვიცი, როგორი საჭმელები უყვარს. მე ძალიან მიყვარს სადილების კეთება. მრავალი წლის შემდეგ, როცა მოცეკვავის კარიერას დავასრულებ, ძალიან მინდა, კულინარიის კურსები გავიარო. ამბიცია მაქვს, პირველი კლასის შეფმზარეული გავხდე.
გიგი: სალომეს საჭმელების კეთება ძალიან ეხერხება. მეგობრებს სახლში პატიჟებს, კარგ პიცას აკეთებს და ის წუთები ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ხოლმე. მე ჭამა ძალიან მიყვარს, სალომეს კიდევ – საჭმლის მომზადება. ახლაც, ბათუმში რომ ვიყავით, სასტუმროში კი ვცხოვრობდით, მაგრამ სულ სალომე გვივლიდა.
– სალომე, განსაკუთრებლად რა თვისება მოგწონთ თქვენს შეყვარებულში?
სალომე: ღიმილი.
გიგი: ჩემი თვალები არ მოგწონს?

სალომე:
როცა იღიმის, მთელი სახე უცინის. სხვათა შორის, დედამისს ჰგავს, ქალბატონ ლარისასაც ასეთი ღიმილი აქვს.
– გახსოვთ, პირველად ერთმანეთი რითი მოხიბლეთ?

სალომე:
გიგიმ თავისი ვიზუალით მომხიბლა. რომ ამბობენ, მთავარი ადამიანის შინაგანი ბუნება არისო, ამას ვერ დავეთანხმები. თუ ვიზუალურად არ მომეწონა, მის შინაგან ბუნებას ვერ დავინახავ. პიროვნულობას რაც შეეხება, გიგი ძალიან კეთილია, თან გადაგყვება.
გიგი: ადამიანს დეტალურად ვაკვირდები ხოლმე და პატარა რაღაცამაც შეიძლება გამაღიზიანოს. სალომე თავიდანვე ყველანაირად მომეწონა. რომ ვუყურებ, მის თვალებში ბევრ რაღაცას ვკითხულობ. გამგები ხასიათი აქვს. არ მომწონს, როცა ადამიანი ყველაფერში მეთანხმება. ეს არც სწორია და ურთიერთობაც მოსაბეზრებელი გახდება. მაგალითად, რომ ვთქვა, რა კარგი ხაჭაპურიაო, რეალურად კი ცუდი იყოს და დამეთანხმოს, კარგიაო, არ მომეწონება და საერთოდ, ამას რატომ ვუმხელ ახლა სალომეს? ერთი სიტყვით, სალომეში ის მომწონს, რომ ყველაფერში არ მეთანხმება, ყოველთვის მაწვდის განსხვავებულ აზრს.
– ამ 8 წლის განმავლობაში ბევრჯერ გიჩხუბიათ?
სალომე: სერიოზულად – არა. ასეთი ჩხუბი ერთხელ იყო.
– ყველაზე დიდი ხანი როდის იყავით გაბუტული და შესარიგებლად პირველ ნაბიჯებს ვინ დგამს ხოლმე?
სალომე: ერთი თვე ვიყავით ნაჩხუბრები, მაგრამ ერთმანეთს ტელეფონით მაინც ყოველდღე ველაპარაკებოდით.
გიგი: ამას მოთმენა შეუძლია. ამ გაგებით მე სუსტი ვარ. რაღაცაზე რომ ვიჩხუბებთ, მავიწყდება და ვურეკავ.
სალომე: ძირითად შემთხვევაში გიგი დგამს შერიგებისკენ ნაბიჯს, წაკინკლავება ორივეს მალე გვავიწყდება. წყენას გულში არ ვიდებთ.

გიგი:
იცით, რა? ზოგჯერ სალომე რაღაცაზე გაბრაზდება და ვერ ვხვდები – რაზე.
სალომე: ცვალებადი ხასიათი მაქვს. შემიძლია კარგ ხასიათზე ვიყო და 2 წუთში ცუდ ხასიათზე დავდგე. ტიპი ვარ ასეთი, მარტოობა, ჩუმად ყოფნა მიყვარს. ბავშვობიდან ასეთი ვარ. ამ მხრივ გიგი ცოტა ვერ მიგებს, ამ დროს მეც ვერ ვუგებ ჩემს თავს და ვერც ვერავინ მიგებს. ამაზე სულ მეჩხუბებიან, ხანდახან ჩაკეტილი ვარ.
– წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
სალომე: წლების შემდეგ ალბათ ორი შვილი გვეყოლება.

წყარო

  • ბაჩო ახალაია -
  • პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა
  • მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ნუ გეშლებათ
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციას მოსკოვიდან ჩამოსული აქტივისტები შეუერთდნენ
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა
  • სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა
  • გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!
  • ვანო მერაბიშვილი დღეიდან, სავარუდოდ, წინასაარჩვენო კამპანიას დაიწყებს
  • თეა წულუკიანიმა აშშ-ში რამდენიმე შეხვედრა გამართა
  • გელა მამალაძე აგვისტოს ომის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას
  • რატომ დაუპირისპირდა სამი ქართველი პროფესორი კახი კალაძის
  • "ახლა ქვეყანას სჭირდება იმ წუმპედან ამოყვანა, რომელშიც
  • "ზარალჰესი" - "შავი ფულის" სამრეცხაო?
  • კახი კალაძე: "მომავალი კვირიდან შესაბამის ორგანოებთან დაიწყება
  • დასუფთავების ტარიფი განახევრდა
  • არსოშვილის გათავისუფლების საკითხი ლამის კრემლში შეათანხმონ
  • "გალფმა" რეგულარი და დიზელი გააიაფა
  • მსოფლიოში ნავთობის ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა
  • აშშ-ის სტანდარტების ინსტიტუტი ორ ქართულ ლაბორატორიას საერთაშორისო
  • ნოდარ ხადური - ფინანსთა სამინისტროს ტოპმენეჯმენტში სერიოზული
  • მხატვარმა შვედეთის მეფე შეარცხვინა
  • "ვარდენის ევოლუცია" - იუმორით გაჯერებული მწარე რეალობა
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იხსნება
  • საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი რატი ურუშაძე ღირსების
  • ნინო ქადაგიძე: "ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიასა
  • აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს
  • Beverage Brands-ის წარმატებული პროდუქტი WKD -
  • "კარფური" - ყოველთვის დაბალი ფასები
  • დიდ დიღომში მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელი ეკლესია
  • მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება
  • ვლადიმერ პუტინი თურქეთს ემუქრება
  • სამხედრო ქალი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში
  • ცნობილი დიზაინერების სათამაშო დათვები
  • რუსეთში იატაკქვეშა საბავშვო პორნო-სტუდია აღმოაჩინეს
  • ვლადიმერ პუტინი დღეს ლეონიდ თიბილოვს შეხვდება
  • Femen-ის შიშველი აქცია ლუვრში
  • ნიგერიაში 26 სტუდენტი დახვრიტეს
  • კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს
  • ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
  • მედიაში აშშ-ის მომაკვდავი ელჩის ფოტოები გავრცელდა
  • პუგაჩოვამ და გალკინმა სუროგატ დედას 100 000
  • შორენა ბეგაშვილის ფეხმძიმობამ მეგობრები შოკში ჩააგდო
  • როგორ ხდება ევროვიზიაზე ხმების გაყიდვა? (ჟურნალისტური გამოძიება)
  • ვინ არის გიორგი ქისტაური?
  • ნაომი კემპბელისა და ლედი გაგას პირადი თანაშემწეები
  • "რატომ არის რიანა – ახალი დიანა"?
  • გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც
  • პრეზიდენტმა სოფო ნიჟარაძეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
  • ნინა წკრიალაშვილი ქმარს გაშორდა
  • შარლიზ ტერონმა დედა გაათხოვა