კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი არის შემოტანილი, ხუთის წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

„დაფიქსირდა 38 ახალი შემთხვევა და გახდა 1548. ახალი შემთხვევებიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, შვიდი შემთხვევა დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხუთ პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.