კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან რვა შემოტანილია, 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან რვა შემოტანილია, 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, რვა შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„გუშინ გახლდათ 1487 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 23 და ამჟამად არის 1510. 23 პაციენტიდან 14-ის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, რვა შემთხვევა შემოტანილია, აქედან ხუთი სატვირთო ავტომბილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, ინფიცირების ახალი შემთხვევები ხომ არ უკავშირდება „ქართული ოცნების“ ოფისს, ეზუგბაია ასე პასუხობს:

„როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ არ არის რაოდენობა გაზრდილი, თუ არ ვცდები, ეს არის მეორეული კონტაქტები. 14 პაციენტი, ძირითადად, დღევანდელი მონაცემებით არ არის პირველწყარო, არამედ არის პირველწყაროს შემდგომი, მეორეული და მესამეული კონტაქტები“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთლებულების რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა კვლავ 83 პროცენტს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 230 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

source