დონალდ ტრამპი – რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები საკუთარ ხალხსაც ვეღარ აკონტროლებენ

დონალდ ტრამპი - რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები საკუთარ ხალხსაც ვეღარ აკონტროლებენ

დონალდ ტრამპი – რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები საკუთარ ხალხსაც ვეღარ აკონტროლებენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები თავისივე ხალხს ვეღარ აკონტროლებენ“.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები თავისივე ხალხს ვეღარ აკონტროლებენ“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ტრამპის თქმით, ქალაქებში, სადაც ძალადობა გრძელდება, ანარქისტები აღარავის უსმენენ. „იმ ქალაქების რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები, სადაც ეს შეშლილი ძალადობა გრძელდება, საკუთარ ხალხსაც კი ვეღარ აკონტროლებენ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანარქისტები და აგიტატორები გაერთნენ და არავის უსმენენ – მათ ნელ ჯოსაც კი აიძულეს სარდაფიდან ამოსვლა“, – წერს პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“. აღნიშნული კომენტარით პრეზიდენტი გამოეხმაურა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლემაც ტრამპს პორტლენდში მომხდარი ძალდობის დაგმობისკენ მოუწოდა. პორტლენდში ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დაცვის და პოლიციის მხრიდან ძალდობის საწინააღმდეგო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. 30 აგვისტოს ამ აქციების მონაწილეთა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. The Radical Left Mayors & Governors of Cities where this crazy violence is taking place have lost control of their “Movement”. It wasn’t supposed to be like this, but the Anarchists & Agitators got carried away and don’t listen anymore – even forced Slow Joe out of basement! — Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 31, 2020

ტრამპის თქმით, ქალაქებში, სადაც ძალადობა გრძელდება, ანარქისტები აღარავის უსმენენ.

©