„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია ინფიცირებულთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.
„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდანაც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღევანდელ 18 შემთხვევას შორის ყველა წყარო ცნობილია – შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტი, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.