ქუთაისში გამოკვლეულ კიდევ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 11 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შვიდი პაციენტია შესული და ყველა მათგანს ანალიზს აუღებენ.