21 დეკემბერს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიღი ღონისძიება სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში, „საჯიკ არენაზე“ შედგება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავარი ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე ბრაიან ორტეგა დაპირისპიებას ტრავმის გამო გამოეთიშა. მექსიკელმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ჩან სუნგ იონგის (15-5) წინააღმდეგ ვეღარ იბრძოლებს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად „კორეელ ზომბის“ ფრენკი ედგარი (23-7-1) დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, რომ ედგარს უკვე აქვს ჩანიშნული ბრძოლა 24 იანვარს მსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ.
ბუსანის საბრძოლო ღამის „მეინ ქარდი“ კი ასე გამოიყურება
ფრენკი ედგარი – კორეელი ზომბი
ვოლკან ოეზდემირი – ალექსანდრ რაკიჩი
დუჰო ჩოი – ჯოურდეინი
და უნ იუნგი – მაიკ როდრიგესი
მარკ ანდრე ბარიაულტი – ჯუნ იონგ პარკი
კიონგ ჰო კანგი – ლიუ პინგუანი