საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე ხანგრძლივდება, ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილის ჩათვლით შეიზღუდება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვები გაეხანგრძლივებინა.

ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და მასთან გათვალისწინებული შეზღუდვები გახანგრძლივდა 22 მაისამდე.
ეს ეხება ასევე, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას რომელიც 21 აპრილს უნდა გაუქმებულიყო.

ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა გახანგრძლივდა კიდევ ერთი კვირით, 27 აპრილის ჩათვლით. შეზღუდვა არ ეხებათ სპეციალური დაშვების მქონე ავტოტრანსპორტებს.