ლევან რატიანი: მინდა ვუთხრა ყველას – მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, არ არის ქილიკის დრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის განცხადება

“მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, არ არის ქილიკის დრო. ახლა ორივე მხარზე სამწუხაროდ გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, რადგან ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით,”