უკრაინაში ღვთისმსახურების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება სინოდმა ონლაინ რეჟიმში მიიღო

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების დროს ტაძრებში ყოფნის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებსა და მგალობლებს ეძლევათ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. შესაბამისი გადაწყვეტილება, დისტანციურად ჩატარებულ სინოდის სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე უძღვებოდა, მიღებული გადაწყვეტილებით, მრევლს ლოცვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დისტანციური საკომუნიკაციო არხების საშუალებით მიეცემა. სინოდმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირები სახლებში აზიარებენ მორწმუნეებს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მრევლს კი სასულიერო პირები, სურვილის შემთხვევაში, ჰოსპიტალშიც მიაკითხავენ. გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს, კარანტინის დროს არ დახუროს ეკლესიები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *