აშშ -ში 1,265,212_ზე მეტი ინფიცირებული და 74,881 გარდაცვლილი.

1,265,212 ინფიცირებული და 74,000_ზე მეტი გარდაცვლილი, შტატები ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ პირველ ადგილზეა . ექსპერტები ვარაუდობენ რომ ეს ციფრი რეალური მონაცემებისგან შორს დგას და ის აუცილებლად გაიზრდება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. დაუდასტურებელი წყაროების ინფორმაციით ვირუსის არსებობის შესახებ იანვრამდე რამოდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი.