საქართველოს ორ ქალაქში – მარნეულსა და ბოლნისში,კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს.

23 მარტს ღამით საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა.

შეზღდუვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოუჩინეს 67 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის დედის დაკრძალვაზე ათობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ რაიონების მკვიდრებმა არ უნდა დატოვონ ტერიტორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *